| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნათიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში; დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზია და მიუნხენის უნივერსიტეტი 1915 წელს. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა გერმანულ ენას; როგორც დამსურათებელი და გრაფიკოსი თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალებში, აფორმებდა საბავშვო წიგნებს; 1936 წელს გიორგი ნათიძე იყო საქართველოს მუზეუმის არქივარიუსი; მან გააფორმა პეტრე მელიქიშვილის 50 წლის საიუბილეოდ გამოცემული ბიბლიოგრაფიული წიგნი "მელიქიშვილი პეტრე (1873-1923)"; გიორგი ნათიძის "ვეფხისტყაოსნის ფრინველები" პირველად გასულ საუკუნეში, 1938 წელს დაიბეჭდა; წიგნის ავტორმა საგანგებოდ შეარჩია და დაასურათა პოემის ის სტროფები, სადაც შოთა რუსთაველი რომელიმე ფრინველს მოუხმობს ამბის გადმოცემის, პოეტური ხატსახისა თუ განწყობის შესაქმნელად. ილუსტრატორი და გრაფიკოსი. მწერალ ნიკოლოზ მელანიას (დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე) შვილი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 456; თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი: facebook.com ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

