The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ცანავა-ურუმაშვილი

მაია ცანავა-ურუმაშვილი
ოფიციალური სახელი:მაია ცანავა
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1967
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 2025  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოლობანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს.

1994 წელს, თბილისში გაიარა ინტერნატურის ციკლი მეანობა-გინეკოლოგიაში და მიენიჭა ექიმ მეან-გინეკოლოგის კვალიფიკაცია; 1994-2007წწ. აბაშის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების მეან-გინეკოლოგი; 2007-2008წწ. ამავე საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე; 2008 წელს სამტრედიის სამშობიარო სახლის დირექტორი; 2006 წელს მიიღო სერთიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიაში; მიღებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი -"ძუძუთა კვების მენეჯმენტი" (1996); სერთიფიკატი - ოჯახის დაგეგმარება და რეპროდუქტოლოგია (2000). სტუდენტობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს ორი სამეცნიერო ნაშრომი მეანობა-გინეკოლოგიაში. ექიმი მეან-გინეკოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.934; მედიასახლი "გურია ნიუსი": gurianews.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეანობა-გინეკოლოიის ასოციაცია, წევრი

გააზიარე: