The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზალიკო გამყრელიძე

ზალიკო გამყრელიძე
ოფიციალური სახელი:ზაალ გამყრელიძე
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წესი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის ჟუკოვსკის სახელობის საავიაციო ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-2010წწ. მუშაობდა თბილისი საავიაციო ქარხანაში (ყოფილი 31-ე საავიაციო ქარხანა), სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე; 2010-2018წწ. სსიპ სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში იყო ერთ-ერთი (მეტალურგიული) საწარმოს ხელმძღვანელი; 1998-1999 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - "რეფლექტორის" დამზადებაში; პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - "რეფლექტორის" ორბიტაზე გაყვანისა და წარმატებული გამოცდისათვის და აღნიშნული მოვლენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისათვის, 1999 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებულია საქართველოს და საზღვარგარეთის 79 მოქალაქე. ამათგან ერთ-ერთი, ზ. გამყრელიძეცაა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
    პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - "რეფლექტორის" ორბიტაზე გაყვანისა და წარმატებული გამოცდისთვის და აღნიშნული მოვლენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის 48, კ.10, ბ.13/05
    ტელეფონი:+995 (597) 761-181
    ელ.ფოსტა:

გააზიარე: