The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ქერქაძე

ვლადიმერ ქერქაძე
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1989  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამტავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი.

1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1956-1950წწ. იყო საქართველოს ტექნიკური კულტურის სამინისტროს აგრონომი; 1951-1954წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებაის ინსტრუქტორი, ჩოხატაურის რაისაბჭო, აღმასკომის თავმჯდომარე, საქართველოს კომპარტიის ქუთაისის რაიკომის პირველი მდივანი; 1954-1989წწ. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაოებზე: საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოფლის მეურნეობის მინისტრი; ახალციხისა და კასპის რაიონული კომიტეტების პირველ მდივნი; საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილე; მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მთავარი სამმართველოს უფროსი; ეთერზეთების ტრესტის მმართველი; თბილისის სპირტისა და ლიქიორ–არყის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორი. მიღებული ჰქონდა მრავალი სამთავრობო ჯილდო, იყო ომისა და შრომის ვეტერანი, უმაღლესი საბჭოს რამოდენიმე მოწვევის დეპუტატი, სკკპ XIX და XX ყრილობების დელეგატი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომირტეტის წევრი.

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.137

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული აგრონომი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: