The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია მასხარაშვილი

ლია მასხარაშვილი
Date of birth:23 October, 1970  (55 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს.

1997-2000წწ. ჭიათურა-საჩხერის ინვალიდთა და ხანდაზმულთა რეაბილიტაციის ცენტრის ექიმი-ქირურგი; 2000-2005წწ. ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის მთავარი ექიმი; 2005 წლიდან ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის დირექტორი. მოაწესრიგა საწარმოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ფორმა - ჩამოაყალიბა შპს "ჭიათურის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური 03", გააფორმა ხელშეკრულება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან, შეაკეთა ერთი სანიტარული მანქანა. სამედიცინო დახმარების სამსახურს გადაეცა 3 მანქანა, დაემატა სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მოწესრიგდა დაფინანსების საკითხი და სხვა. მიღებული აქვს საპრეზიდენტო პროგრამის სიგელი - "სასწრაფო სამედიცინო დახმარება 03".  პარალელურად მუშაობდა თემაზე "ჯანდაცვის სამსახურის პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის სრულყოფაში". ექიმი-ქირურგი, ჯანდააცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.035-936


Share: