| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამბაკუმი (მღვდელმონაზონი)![]()
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინერიის ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე; გარკვეული პერიოდი მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო სამინისტროში; ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც სოფელ ნოსირის რკინაბეტონის კონსტრუქციების კომბინატში დასაქმდა ჯერ ოსტატის, შემდეგ კი მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. ძალიან მალე კი კომბინატის დირექტორად დაინიშნა; შვილის ტრაგიკული დაღუპვის (1998 წლის 23 იანვარი) შემდეგ, მისი სახელის უკვდავსაყოფად, 1998 წლის გაზაფხულზე ქ. სენაკში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში; 2001 წლის 22 ოქტომბერს კი ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა; 2002 წლის 14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძართან არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა დოროთემ (ყურაშვილი) ერისკაცი შალვა სანიკიძე ბერად აღკვეცა და ამბაკუმ წინასწარმეტყველის სახელი უწოდა; იმავე წლის 20 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი; ხოლო 2004 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მამათა მონასტრის პირველ წინამძღვრად დაინიშნა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

