The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ყორღანოვი

დაბადების თარიღი:1811
გარდაცვ. თარიღი:1870  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამა, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა მთავარი საინჟინრო სასწავლებლის მეცნიერებათა კურსი 1834 წელს.

ჯარში მსახურობდა 1834 წლიდან. 1852 წელს, მსახურობდა რა ნუხის მაზრის უფროსად, მოკლა შამილის თანამესანგრე - ხაჯი-მურადი, რისთვისაც მას გამოეცხადა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის პირადი მადლობა. მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში. 1852 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1860-1852წწ. სარდლობდა ჯარებს აფხაზეთში. 1862 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიით. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენით. გენერალ-მაიორი (1860). გენერალ სოლომონ ყორღანოვის ძმა.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.100

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1842 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: