The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელზა მეგრელიშვილი

ელზა მეგრელიშვილი
Date of birth:23 October, 1971  (54 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1995 წელს.

1995-1996წწ. თბილისის დ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ბაზაზე გაიარა ინტერნატურის ერთწლიანი კურსი; 1996 წლიდან ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის უბნის პედიატრი და ითხვისის ამბულატორიის დირექტორი; 1998 წელს აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში და მიენიჭა ბავშვთა რეანიმატოლოგის კვალიფიკაცია; 1998 წლიდან პარალელურად მუშაობდა ჭიათურის მედსანნაწილის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების რეანიმატოლოგად; აიღო სერთიფიკატები, ანუ ლიცენზიები: "პედიატრიაში" "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში" და "კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინაში"; 2005 წელს გაიარა საოჯახო მედიცინის ექვსთვიანი სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდა და მოიპოვა "ოჯახის ექიმის" ლიცენზია. მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში. დაჯილდოებულია მრავალი საპატიო სიგელითა და მადლობებით. პრაქტიკოსი ექიმი-თერაპევტი, რეანიმატოლოგი.

წყარო:  საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.938-939; სამედიცინო პორტალი tsamali.ge: tsamali.ge


Share: