| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მიქელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (რ. კარმენის სახელოსნო) 1965 წელს. მუშაობდა სვერდლოვსკის (ახლანდელი ეკატერინბურგი) და კიევის დოკუმენტური ფილმების სტუდიებში, სადაც გადაიღო ფილმები: "ოცდამეთხუთმეტე კილომეტრი" (1962) და "კარპატული ეტიუდი" (1964). 1967 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. მის სახელს უკავშირდება პოეტური დოკუმენტური კინოს ტრადიციების აღორძინება. საქართველოს დოკუმენტურ-ქრონიკალურ და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში გადაიღო ფილმები: "გზის მშენებლები" (1962, საკავშირო კინოფესტივალის დიდი პრიზი "თეთრი თოლია", 1963), "352 საათი ანაკოფიის უფსკრულში" (1965, სპორტული ფილმების I საკავშირო კინოფესტივალის ბრინჯაოს მედალი, 1966), "ომალო" (გ. ჭუბაბრიასთან ერთად), "რესტავრატორები", "ქართული ცეკვები" (ორივე 1968), "ირმის ტირილი" (1969), "საქართველო: ლეგენდები და სინამდვილე" (გ. ასათიანთან ერთად, 1970), "ბამი – ქართული ფინალი" (1975), "კარის გასაღები" (1976), "ევგენი მიქელაძე" (1979), "ცეცხლთან მებრძოლნი" (1982), "ებრაული კამერული თეატრი" (1984), "მშვიდობა შენდა, სტუმარო!", "პლანეტის სიჭაბუკე" (ორივე 1985) და სხვ. 1985 წლიდან მუშაობდა მოსკოვში, თავისსავე დაარსებულ (1986) სტუდია "ეკო-ფილმში", სადაც გადაიღო მრავალი სარეკლამო, აგრეთვე დოკუმენტური ფილმები: "სომხეთის ზარი" (1991, კრაკოვის საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის, 1993) და "ნაცრისფერი ყვავილები" (1993, იმავე წელს ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალის ეკუმენიკური ჟიურის პრიზი. საერთაშორისი კინოფესტივალ "სტალკერის" პრიზი, რუსეთი, 1996); გადაიღო ფილმები: "სასჯელი – ბავშვობა", "რაგბი", "დამოწმებულია ორის მიერ" (სამივე 1995), "განაჩენი სისრულეშია მოყვანილი" (1997) და სხვ.; აგრეთვე დოკუმენტური ციკლები და სერიალები. 1979 წელს მიღებული აქვს ბერლინის ახალგაზრდობის მეგობრობის ფესტივალის ოქროს მედალი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

