The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა ჭინჭარაული

გოჩა ჭინჭარაული
Date of birth:4 October, 1970
Date of death:2 July, 1993  (at 22 years)
Burial location:სოფელი ბარისახო, დუშეთის რაიონი.
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბარისახო, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა ბარისახოს სკოლა-ინტერნატი, კ. ლესელიძის სახელობის სამხედრო სკოლა და თბილისის მესამე სამედიცინო საბაზო სასწავლებელი. მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1991 წლის 21 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო ლეგიონის პირველი ბატალიონის პირველ ასეულში, ასევე სპორტულ ლეგიონში. ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა ჯერ სამაჩაბლოში. იბრძოდა ცხინვალსა და ნიქოზში, ხოლო შემდეგ აფხაზეთში, სადაც საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონებში, კერძოდ, ცაგერაში, ძველ კინდღში, ტამიშში, 14-16 მარტის გუმისთის ბრძოლებში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში სოფელ აჩადარაში. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს კინდღში მძიმე შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.511


Share: