The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაგრატ არუთინოვი

ბაგრატ არუთინოვი
Date of birth:31 October, 1889
Date of death:24 January, 1953  (at 63 years)
Burial location:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ორწლიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, შემდეგ საქალაქო სასწავლებელი და 1907 წელს, ტფილისის სახელოსნო სასწავლებლის საზეინლკო-მექანიკური განყოფილება.

მუშაობა დაიწყო მექანიკური ქარხნის ზეინკლად. 1909 წელს გადავიდა სამუშაოდ სახელოსნო სასწავლებელში, ხელოსნის თანაშემწედ. 1925 წელს დაინიშნა საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებლის უფროსად, რომელიც შემდგომში რეორგანიზებულ იქნა სახელოსნო სასწავლებელში. 1928-1931წწ. იმყოფებოდა პროფკავშირულ სამუშაოზე. მუშაობდა განათლების მუშაკთა კავშირის პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი საქართველოს პროფკავშირების საბჭოს პასუხისმგებელ მდივნად. 1931 წელს დაამტკიცეს ტფილისის ორთლქმავალ-სარემონტო ქარხნის უფროსად. 1933 წელს აირჩიეს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის წევრად და დაინიშნა ჭიათურის მანგანტრესტის მმართველად. 1937 წელს დანიშნეს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსად. 1939 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის გზათა მიმოსვლის სახალხო კომისრის მოადგილედ, იმავე წლის ბოლოს დამტკიცებულ იქნა სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ, ერთდროულად ასრულებდა ნავთობის, შემდეგ კი სათბობ მრეწველობის სახალხო კომისრის მოვალეობებს. 1941 წლის ივლისში იგი გზათა მიმოსვლის სამინისტროს ხაზით შეიყვანეს ახლად შექმნილ ევაკუაციის საბჭოში. ომის დროს გზათა მიმოსვლის ორთქლმავალი და სავაგონო სამმართველოების გარდა, არუთინოვი კურირებდა სარკინიგზო ტრანსპორტის ქარხნების მუშაობას და პასუხს აგებდა ამ ქარხნებზე საბრძოლო მასალების წარმოებაზე. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის გახადეს პასუხისმგებელი ფრონტისათვის და თავდაცვის მრეწველობისათვის ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხებში. 1941 წლის ოქტომბერში მას დაეკისრა გზათა მიმოსვლის სახალხო კომისარიატის აპარატის ევაკუაციის ხელმძღვანელობა და, ოპერატიული კავშირი ყველა სახალხო კომისარიატთან და სარკინიგზო გზებთან. 1942 წლის 14 თებერვალს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან შეიქმნა სატრანსპორტო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შეყვანილი იქნა არუთინოვიც. იგი ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოთა და ორგანიზაციათა მუშაობას. ომის შემდეგ, 1946 წლის იანვარში, დაინიშნა კავკასიის ოლქის (სადაც შედიოდა ჩრდილო-კავკასიის, ორჯონიკიძის და ამიერკავკასიის მაგისტრალები), სარკინიგზო გზების უფროსად. 1951 წელს დაინიშნა შავი მეტალურგიის მინისტრის მოადგილედ ტრანსპორტის დარგში. განსაკუთრებული დამსახურებისათვის თავისი დარგის განვითარების საქმეში, მთავრობის და სამხედრო სარდლობის დავალებების შესრულებისათვის, მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. გზათა მიმოსვლის I-ი რანგის ვიცე-გენერალ-დირექტორი (არმიის გენერალი).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.122-126

Awards and Honors

  • 1945 - კუტუზოვის I ხარისხის ორდენი
  • 1945 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1943 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1942 - ლენინის ორდენი
  • 1939 - ლენინის ორდენი
  • 1932 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: