| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულქან დედოფალი![]()
ბიოგრაფიაგულქანი იყო რაჭის ერისთვის შოშიტა მესამის ასული, სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანის (1728-1744) პირველი მეუღლე და ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის დედა. ამ უკანასკნელის აღზრდაში გულქანმა დიდი როლი შეასრულა: "დედამ მას გულში ჩაუნერგა საეკლესიო-სარწმუნოებრივი აღზრდის ელემენტები, შეასწავლა საღმრთო წერილი და თათრული ენა". გულქან დედოფალი დაინტერესებული ყოფილა ლიტერატურული საქმიანობით. ცნობილია მისი თაოსნობით დამზადებული რამდენიმე ხელნაწერი. მაგალითად, 1755 წელს სტეფანე ბერმა გულქან დედოფლის ბრძანებით გადაწერა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, მანვე გადააწერინა "თვენი" 1761 წელს. მოღწეულია გულქანისა და ოტია დადიანის დაკვეთით გადაწერილი 1738 წლის "ტიბიკონი". გულქან დედოფალი განათლებული მანდილოსანი ყოფილა, პოეტური ნიჭით დაჯილდოვებული, მშვენიერი მჭერმეტყველი, ასეთი ვარაუდის უფლებას იძლევა მისი ანდერძი, რომელიც ერთვის ერთ-ერთ ხელნაწერს. იგი წარმოადგენს შესხმას, ქება-დიდებას, მიძღვნილს იესო ქრისტესადმი, "რომელი მბად არს ზენა ქვეყანათა სამყაროთა". მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.121-122
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

