The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სევერიან არობელიძე

სევერიან არობელიძე
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1959  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1914 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის განსაკუთრებული დანიშნულების მეღვინეობის ფაკულტეტი 1940 წელს.

1914-1917 წლებში ხელზე მოსამსახურედ მუშაობდა თბილისში საგალანტერიო და მანუფაქტურის მაღაზიებში; მონაწილეობდა ბრძოლებში რუსეთ-თურქეთის (1918) და დენიკინის წინააღმდეგ (1919); საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აირჩიეს გურიანთის (მახარაძის რაიონის) პარტიის რაიონული კომიტეტის მდივნად და ბათუმის რკინიგზის მილიციაში პოლიტხელად, საიდანაც 1922 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს პირველი საცხენოსნო პოლკის მეორე ესკადრონის პოლიტხელად და პოლკის ბიუროს მდივნად; 1923-1932 წლებში მუშაობდა სახელმწიფო პოლიტსამმართველოს ხაზით ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა რაიონებში; 1932-1936წწ. საქართველოს კ.პ.(ბ) სამტრედიის რაიკომის პირველი მდივნი; 1936-1945წწ. შამპანური ღვინოების კომბინატის ხელმძრვანელი, ხოლო 1937 წლიდან, გარკვეულ პერიოდში, პარალელურად ასრულებდა "სამტრესტის" მმართველის მოვალეობას; 1945 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ ვაჭრობის სახალხო კომისრად, ხოლო შემდეგ მინისტრად. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და საბრძოლო მედლებით.

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.19-20

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: