The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჩაფიძე ემილ

ჩაფიძე ემილ
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1988  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო მუზეუმის აგრონომიული ფაკულტეტი.

1938-1941წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში და პარალელურად, თბილისის შამპანური ღვინის ქარხანაში წამყვან ინჟინერ-ტექნოლოგად, ტექნიკურ დირექტორად; 1941-1945წწ. მონაწილებდა დიდ სამამულო ომში; დემობილიზაციის შემდეგ გაგზავნილი იქნა კრასნოდარის მხარეში მევენახეობა-მეღვინეობის აღდგენის მიზნით, 1945-1952წწ. იყო აბრაუ-დიურსოს მევენახეობა-მეღვინეობის კომბინატის დირექტორი, დაუღალავი შრომით მოკლე დროში აღადგინა მეურნეობა და ხელმძღვანელობის მაღალი შეფასება დაიმსახურა1952 წელს ბრუნდება სამუშაოდ თბილისში და გარდაცვალებამდე მუშაობს "სამტრესტის" სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, 1961 წელს "სამტრესტის" მმართველად და 1966 წლამდე მმართველის პირველ მოადგილედ.  სწავლობდა შამპანური ღვინო მასალებისთვის გამოსადეგ ქართულ ვაზის ჯიშებს; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანა; 1939 წელს რეზერვუარული პერიოდული მეთოდით გამოშვებულ იქნა პირველი ქართული შამპანური; დაინერგა ქუთაისის, მუხრანის და თბილისის ქარხნებში ბოთლური მეთოდით ღვინის შამპანიზაცია. იყო რაციონალიზატორი და გამომგონებელი, საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის მუდმივი წევრი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. ექიმ გულნარა (გულიკო) ჩაფიძის მამა.

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.34-35

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: