| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ მოროშკინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს.
ჩააბარა ქ. ლვოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე.
1968-1970წწ. გაწვეული იყო სამხედრო სამსახურში; 1970-1972წწ. იყო ქ. რუსთავის უბნის პედიატრი; 1972 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ექიმი-ორდინატორი; 1974-1977წწ. ქ. მოსკოვის მეორე სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი; ქ. მოსკოვში დაიცვა დისერტაცია გენეტიკის გრიფით; 1974-1977წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიის, პარაზიტოლოგიისა და ზოგადი გენეტიკის კათედრის თანამშრომელი; 1978 წელს, პროფესორ დ. დოლიძესთან ერთად, ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე დააარსა საქართველოში პირველი სამედიცინო-გენეტიკური ლაბორატორია; 1997 წელს საქართელოში პირველად აარსებს სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდს და ხდება მისი პრეზიდენტი; ფონდის ეგიდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უფასოდ გაისინჯა მრავალი (64700) ბავშვი; მისივე ძალისხმევით თბილისში ჩატარდა 18 კონფერენცია და სიმპოზიუმი, მათ შორის სამი - საერთაშორისო; მისივე ხელმძღვანელობით ფონდი გამოსცემდა და დღესაც გამოსცემს გაზეთსა და ჟურნალს "სოციალური პედიატრია". მას ეკუთვნის 38 სამეცნიერო ნაშრომი და 1 მონოგრაფია - "გენეტიკა", რომელიც სამედიცინო გენეტიკაში ქართულ ენაზე დაწერილ პირველ სახელმძღვანელოდ ითვლება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული კლინიკის იმუნო-გენეტიკური პროგნოზირების ლაბორატორია, კონსულტანტი, სამედიცინო გენეტიკისა და სოციალური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილი ჟურნალისტის ლალი მოროშკინას მამა.
წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.12-13; "ჩვენი უსაყვარლესი და უნიჭიერესი მეგობარი ვიქტორ მოროშკინი 77 წლის იქნებოდა" : მოგონება // სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია = Social, Ecological & Clinical Pediatrics.-თბილისი,2022.-N24-19-18.-გვ.90-91
Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

