| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ არუთინოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი, ტფილისის გუბერნია. დაამთავრა მოსკოვის მარქსის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი 1927 წელს. იბრძოდა ამიერკავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის; 1921 წლიდან იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე საქართველოში; 1927-1931წწ. - საქართველოს კომპარტიის თელავის სამაზრო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცეკას, სოფლად მუშაობის განყოფილების გამგე; 1931-1934წწ. - საქართველოს კომპარტიის ცეკას საორგანიზაციო-ინსტრუქტორული მუშაობის გამგე; 1934-1937წწ. - ტფილისის ქალაქკომის მდივანი; 1937-1953წწ. - სომხეთის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი; 1939-1952წწ. - ცეკას წევრობის კანდიდატი, საბჭოთა კავშირის 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის დროს შედიოდა ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოში; 1954 წლის დეკემბრიდან - სომხეთის სსრ საბჭოთა მეურნეობების მინისტრი. დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1943). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

