| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ მელუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქ. მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მეღვინე-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1955 წელს. 1955-1959წწ. იყო თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის ტექნოლოგი; 1959-1966წწ. ბათუმის ღვინის ქარხნის: 1959-1963წწ. წარმოების უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე; 1964-1966წწ. მთავარი შამპანისტის მოადგილე; 1966-1969წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის ინსპექტორი; 1969-1974წწ. ღვინის ქარხნის დირექტორი; 1974-1979წწ. სამტრესტი: 1974-1978წწ. მმართველი, 1978-1979წწ. მთავარი მეღვინე; 1980 წლიდან კვების მრეწველობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის პროექტის მთავარი ინჟინრი. მიღებული აქვს რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო. მონაწილეობა აქვს მიღებული მევენახეობა–მეღვინეობის მსოფლიო კონგრესებსა და საერთაშორისო დეგუსტაციებში. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.45
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

