| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ აჩელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადდების ადგილი: სოფელი კოთელია, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1979წწ. ახალქალაქის სანეპიდსადგურის ეპიდემიოლოგი; 1979-1980წწ. ქ. ბორჯომის სასწრაფო განყოფილების გამგე; 1986-1991წწ. ქ. ბორჯომის რაიონის სოფელ ტაბაწყურის ამბულატორიის გამგე; 1991-1996წწ. ქ. ბორჯომის რაისაავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი; 1996 წ. ქ. ბორჯომის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1996წ. ქ. ბორჯომის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის რაიონული ინსპექციის უფროსი: 1999-2003წწ. ქ. ბორჯომის რაიონის ექიმი-ინსპექტორი კვების ჰიგიენაში. მან კარგი ჯანდაცვის ორგანიზატორის უნარი გამოავლინა, მისი მეოხებით შეწყდა სომეხი მოსახლეობის მიგრაცია. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.14
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

