The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურგენ დალიბალთიანი

გურგენ დალიბალთიანი
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 2015  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი არაგიალი, ტფილისის გუბერნია, ბორჩალოს მაზრა.

დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის სამეთაურო შემადგენლობის მომზადების უმაღლესი აკადემიური კურსები 1961 წელს.

1944 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიწვის საბჭოთა არმიაში და გააგზავნეს მახაჩყალას ქვეით სასწავლებელში; 1947-1951წწ. მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, ტამანის წითელდროშოვანი 89-ე მსროლელი დივიზიის, 526-ე ცალკეული პოლკის ოცმეთაურად (ქ. ეჩმიაძინი); 1951-1956წწ. - იმავე პოლკის სასწავლო ასეულის მეთაური; 1956-1957წწ. - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, 73-ე მექანიზირებული დივიზიის, 34-ე მსროლელი პოლკის ასეულის (ქ. ერევანი) მეთაური; 1957-1958წწ. - იქვე, ბატალიონის შტაბის უფროსი; 1961-1963წწ. - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, 295-ე მოტომსროლელი დივიზიის, 135-ე პოლკის ბატალიონის მეთაური (ქ. პრიშიბი, აზერბაიჯანის სსრ); 1963-1965წწ. - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, მე-60 მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაურის მოადგილე; 1965-1967წწ. - იმავე პოლკის მეთაური; 1967-1969წწ. - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, 23-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე (ქ. კიროვობადი, აზერბაიჯანის სსრ); 1968 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1969-1975წწ. - ციმბირის სამხედრო ოლქის, 242-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური (ქ. აბაკანი); 1975-1980წწ. - სამხრეთის ჯარების ჯგუფის, შტაბის უფროსის პირველი მოადგილე (ქ. ბუდაპეშტი); 1978 წელს გახდა გენერალურ შტაბთან არსებული, უმაღლესი აკადემიური კურსების მსმენელი; 1980-1987წწ. - ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში (ქ. დონის როსტოვი); 1987-1991წწ. იმყოფებოდა თადარიგში; 1991 წლიდან - სომხეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული, თავდაცვის კომიტეტის მთავარი შტაბის უფროსი; 1991-1993წწ. - სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი – სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 1993-2007წწ. - სომხეთის პრეზიდენტის მრჩეველი – მთავარი სამხედრო ინსპექტორი; 2007 წლამდე იყო სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2007 წელს წლოვანების გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით, მ.შ. "სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის" III ხარისხის ორდენი, სომხეთის რესპებლიკის "საბრძოლო ჯვრის" I ხარისხის ორდენი (1998). გენერალ-მაიორი (1971).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.137-138

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - სომხეთის ეროვნული გმირი (სიკვდილის შემდეგ)
  • 2001 - ერევნის საპატიო მოქალაქე
  • 1974 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1967 - წითელი დროშის ორდენი
  • ნერსეს შნორალის ორდენი

გააზიარე: