The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ლოლაძე

გურამ ლოლაძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1998  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1955 წელს;  სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა.

  1978-1985წწ. მუშაობდა: თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში რიგით აგრონომად; პარტიის თეთრი წყაროს, წითელწყაროს, გარდაბნის და მცხეთის რაიკომების პირველ მდივნად; სამტრესტის მმართველად, შემდეგ საქართველოს ღვინის მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ; 1990–1995წწ. იყო გერმანული ფირმის "ანტონ ოლერტის" წარმომადგენლად საქართველოში; მისი მმართველობის პერიოდში აშენდა მთელი რიგი ახალი ღვინის ქარხნები, გაუკეთდათ რეკონსტრუქცია, არსებული საწარმოები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით; მისი უშუალო მონაწილეობით გურჯაანის სარემონტო-მექანიკურ ქარხანასთან შეიქმნა მუხის კასრების დამამზადებელი საამქრო, რომელიც ერთ-ერთი იყო საბჭოთა კავშირში და რუსეთში; აშენდა ემალირებული რეზერვეუარების ქარხანა; დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სახალხო მეურნეობის განვითარების საქმეში; არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. 

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.48-49


გააზიარე: