The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფრაიმ მიხაელი

ეფრაიმ მიხაელი
Legal name:ეფრაიმ მიხელაშვილი
Date of birth:21 June, 1955  (70 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

1971 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; დაამთავრა ხაიფის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერული ინჟინერიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტი.

1972 წლიდან ცხოვრობს ისრაელში. 1976 წელს გაიწვიეს სამწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში. 1981 წელს მიიღო ოფიცრის წოდება. 1982 წელს მონაწილეობა მიიღო ისრაელ-ლიბანის ომში. 1983 წელს ჯარიდან სასწავლებლად გაგზავნეს ხაიფის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1986 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების კავშირგაბმულობისა და კონტროლის ტექნოლოგიური განყოფილების უფროსად (1988 წლიდან – მაიორი), 1990 წელს კი – კავშირგაბმულობისა და კონტროლის მწარმოებელი ბაზის შტაბის უფროსად. 1993 წელს მიიღო ვიცე-პოლკოვნიკის წოდება (1999 წლიდან – პოლკოვნიკი). იყო ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და სამხედრო ატაშე რუსეთის ფედერაციაში. 2011–2014წწ. ხელმძღვანელობდა ისრაელის პორტების სისტემის პირველ დირექტორატს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ქმედითი მონაწილეობა მიიღო ისრაელის ორი ახალი პორტის – ხაიფას და აშდოდის მშენებლობაში. 2015–2017წწ. იყო ისრაელის ნავთობისა და გაზის კომიტეტის, 2017–2021წწ. – "მეტეორ გრუპის" (მოწინავე იარაღის კომპანია) დირექტორთა საბჭოს წევრი. 2003 წლიდან მოღვაწეობს პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტის რანგში. პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ექსპერტი და მიმომხილველი, ისრაელის არმიის რეზერვისტების პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


Share: