The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოჰანეს ვართანოვი

ოჰანეს ვართანოვი
Date of birth:23 January, 1923
Date of death:22 September, 2019  (at 96 years)
Category:Public official, Engineer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ბუინაქსკის ქვეითი სასწავლებელი 1941 წელს და სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია 1955 წელს.

საბჭოთა ჯარში მსახურობდა 1939 წლიდან. მონაწილეობდა 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში. ომი დაამთავრა მე-2 უკრაინის ფრონტის, 141-ე მსროლელი დივიზიის, საავტომობილო სამსახუროის უფროსად. 1980-1984წწ. მსახურობდა ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (საბჭოთა ჯარების შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტში), თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობაში. დაკავებული იყო როგორც მე-40 არმიის, ისე ავღანეთის არმიის საავტომობილო ტექნიკის რემონტის ორგანიზაციის საკითხებით. 1984-1986წწ. მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მთავარი საავტომობილო სამმართველოს უფროსის მოადგილედ – მთავარი ტექნიკური სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 1986 წელს გავიდა თადარიგში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით და მედლებით მ.შ. საპატიო ორდენით (რუსეთის ფედერაცია), ბულგარეთის ორდენით "9 სექტემბერი" (მახვილებით). ინჟინერ-გენერალ-ლეიტენანტი (1984). 

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.139

Awards and Honors

  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)

Share: