The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჩხოლორაია

ნოდარ ჩხოლორაია
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1997  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ორსანტია, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1950-1952წწ. მუშაობდა ზუგდიდში, საშუალო სკოლაში პედაგოგად და რაიონული გაზეთის რედაქციაში ლიტერატურულ მუშაკად; 1952-1957წწ. ზუგდუდის კომკავშირის რაიკომის მდივნად; 1957-1961წწ. საქართველოს ალკკ ცენტრალურ კომიტეტში; 1961-1963წწ. პარტიის ცენტრალურ კომიტეტში; 1963-1973წწ. პარტიის მარტვილის (გეგეჩკორის) რაიკომის პირველ მდივნი; 1973-1985წწ. საქართველოს სახელმწიფო სანერგე მეურნეობის ტრესტის მმართველი; 1985-1991წწ. "საქსახაგრომრეწვის" თავმჯდომარის მოადგილე, სამტრესტის მმართველი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.53


გააზიარე: