The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პრასკოვია უვაროვა

პრასკოვია უვაროვა
Date of birth:28 March, 1840
Date of death:30 June, 1924  (at 84 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist

Biography

1879 წლიდან კავკასიაში მუშაობდა ჯერ როგორც საველე არქეოლოგიური გათხრების მონაწილე, შემდეგ როგორც გათხრების ხელმძღვანელი ჩრდილო კავკასიის მთიანეთში. მან შეისწავლა სამაროვნები, მიდამო, მოსახლეობა და გამოაქვეყნა სათანადო მასალა. რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და ხევსურეთში შეკრიბა ქრისტიანული ხანის ძეგლები და მასალების ნაწილი გამოაქვეყნა ("Материалы по археологии Кавказа", IV, М.); 1890 წელს გამოსცა ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა დროის, ძირითადად გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვნების – ყობანის, ბალთის, სტეფანწმინდის (ყაზბეგის განძი), ქურთათის, დიგორის (დონიფარსი, კუმბულთა) მასალა. 1902 წელს გამოსცა კავკასიის მუზეუმის არქეოლოგიური მასალების კატალოგი, რომლის შესავალში განხილულია არქეოლოგიური კვლევა-ძიების ისტორია კავკასიაში, სიძველეთა დაცვის მდგომარეობა და მნიშვნელობა. 1884 წლიდან იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავჯდომარე. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფონდი შედგება რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში დაცული პ. უვაროვას მასალების ფოტოპირებისაგან. რუსი არქეოლოგი. ცნობილი რუსი არქეოლოგის გრაფ ალექსეი უვაროვის მეუღლე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Bibliography

  • Археология (Compiler). - Тифлис, тип. Канцелярии главноначальствующего гражданск. частью на Кавказе, 1902. - 231с.

Share: