| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობისა და ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვების სპეციალობით 1963 წელს. 1963-1969წწ. მოლდავეთის მეღვინეობისა და საკონსერვო მრეწველობის სხვადასხვა საწარმოები: ტექნოლოგი, ოსტატი, უფროს ოსტატი, მთავარი ტექნოლოგი; 1969-1974წწ. გურჯაანის ღვინის ქარხანა, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინრი; 1974-1975წწ. "სამტრესტის" ცენტრალური ლაბორატორიის გამგე, 1975-1976წწ. მთავარი მეღვინე, 1976-1986წწ. სამმართველოს უფროსი, მეღვინეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ამავე დროს 1983-1989წწ. იყო საქსახღვინმრევის კომიტეტის კოლეგიის წევრი პროდუქციის გადამუშავებისა და რეალიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1989-1991წწ. მეღვინეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1991 წელს "სამტრესტის" უფროსი; 1991 წელს აირჩიეს საქართველოს ღვინისა და ჩაის ბირჟის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; 1996-1998წწ. სააუდიტორო-საკონსულტაციო შ.პ.ს. "ბეგაბროკ სერვისი", მთავარი კონსულტანტი; 1997 წელს მიწვეული იყო ავსტრიის ერთ-ერთი ფირმის მთავარ ექსპერტად რუსეთის ფედერაციისა და დ.ს.თ. - ს ქვეყნებში; 1998 წლიდან საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია "GWS", საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯერი; იყო საქართველოს და საკავშირო მეღვინეობის ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი, მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო დეგუსტაციებში. არის 10 გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების, სამეცნიერო შრომების ავტორი, ღვინის ახალი მარკების თანაავტორი - შუამთა, სამება, ფიროსმანი, აგუნა, თბილისი, სავანე და სხვა. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.55-56 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

