The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ხარაშვილი

ვანო ხარაშვილი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1971
გარდაცვ. თარიღი:4 ივნისი, 1992  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი.

1989 წელს ჩაირიცხა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმის პროგრამული მართვის ჩარხების დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალობაზე.

1992 წელს მუშაობა დაიწყო ვაქირის კოლმეურნეობაში მძღოლად. 1992 წლის 21 მაისს გაიწვიეს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, მსახურობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ნაწილში, საიდანაც 3 ივნისს წაიყვანეს სამაჩაბლოში. დაიღუპა 1992 წლის 4 ივნისს სოფელ ეგრისში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.523


გააზიარე: