| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სვიმონ ჯანგულაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური გუნდის დირიჟორობის საბაკალავრო პროგრამა 2002 წელს; ამავე სპეციალობის სამაგისტრო პროგრამა 2004 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის საეკლესიო მუსიკის სამაგისტრო პროგრამა 2008 წელს; 2011 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხის წოდება. 1998 წლიდან არის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის რეგენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. იყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში გალობის მასწავლებელი; 2014-2016წწ. გაიარა მასტერკლასების სერია სიმფონიურ დირიჟორობაში უკრაინის ეროვნული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან და მთავარ დირიჟორთან რომან კოფმანთან; 2014-2019წწ. მუშაობდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტრადიციული საეკლესიო გალობის მიმართულების ხელმძღვანელად; 2019-2021წწ. იყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგე; 2019 წლიდან არის ამავე სასწავლებლის მოწვეული პედაგოგი და უძღვება სალექციო კურსებს: "დასავლეთ ევროპის საეკლესიო მუსიკის ესთეტიკა", "ქართული გალობის ესთეტიკა". 2019 წლიდან არის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მრჩეველი. წყარო: საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge; გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი: galoba.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

