The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე ერისთავი-ბაგრატიონი

Legal name:ბარბარე ერისთავი
Other name:ვარვარა ბაგრატიონი
Date of birth:17??
Date of death:1790
Category:Nobleman, Historical Person, Poet

Biography

ბარბარე ერისთავი იყო ბარძიმ არაგვის ერისთავის ასული. დავით რექტორის სიტყვით, იგი ყოფილა იოანე მუხრანბატონის დედა, მეუღლე კონსტანტინე III მუხრანბატონისა, იმ კონსტანტინესი, რომელიც ლეკებმა მოკლეს ღართისკართან 1756 წელს. კონსტანტინე და ბარბარე ბაგრატიონს ჰყოლიათ ორი შვილი: იოანე (გარდაიცვალა 1801 წელს, სხვა ცნობებით 1798 ან 1799 წელი) და ქეთევანი (გარდაიცვალა ქ. პეტერბურგში 1808 წელს). სვეტიცხოველში შემონახული ეპიტაფიიდან ჩანს, რომ ბარძიმ არაგვის ერისთავის ასული ბარბარე, მეუღლე კონსტანტინე მუხრანბატონისა, გარდაიცვალა 1790 წელს. ბარბარე (ვარვარა) ბაგრატიონმა გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული პოეზიის განვითარების საქმეში. დავით რექტორმა შემოგვინახა ბარბარეს ორი თითოსტროფიანი ლექსი: ერთი მიწერილი დავით რექტორისადმი, ხოლო მეორე დაწერილი ბეგუმის სახელზე. ბეგუმი ყოფილა დავით რექტორის ნათლია. მის სახელზე ლექსები დაუწერიათ დავით რექტორსა და მზეჭაბუკ ორბელიანს, იქვე ლექსი მიუწერია ბარბარესაც: "ორთა ბრძენთაგან შემკულა ტურფა სრა, თვალთა ჩინება, საამო, შვენიერები, გარემო წყალთა დინება, სუნნელებითა აღვსილი, სალხინოდ გულმა ინება, აღნაგთა ხატვა აკლია, ჭიქებ ფერადთა მინება." "ბარბარეს ბეგუმის მაგივრად ჩემთვის მოეწერა პასუხად", აღნიშნავდა დავით რექტორი: "მხცე შერთულს ჰგიობ ჭაბუკო, კარგ ენავ კარგ სახედაო, თვისი მსურავი ტრფიალი მამძებნა, ძლივ მამხედაო, შენ ხარ ძე იაკობისა, მიწუნებ შასახედაო, გული განმემსტრო სიშორით, მისს ჰაერს ვერა ვხედაო". პოეტი ქალის ბარბარეს ერთ-ერთ უსათაურო ლექსს, რომელშიც რუსთველისა და ბესიკის სკოლის გავლენა შეინიშნება, სატრფიალო ხასიათი აქვს: "სევდის სადგურს გონებასა რამც უშოვე, რამც უპოეე, ცისა შვიღთა მნათობებსა, შევეხვეწე. მარგეთ მოვე, მკურნალ ეტლთა გეაჯები, ჩემთვის შველაღ ვერ ვიშოვე, ვარდი რამე სატურფალი ლხენად ჩემთვის მოვიპოვე". ბარბარეს ლექსებისათვის დამახასიათებელია იგივე განწყობილება, რაც საერთოდ ასასიათებს XVIII საუკუნის ქართულ პოეტურ სკოლას.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.143-144


Share: