The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციალა ჩქარეული

ციალა ჩქარეული
Date of birth:15 September, 1965  (60 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 1989 წელს.

1993-2008წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი, სამართლის საფუძვლების კათედრის, ადმინისტრაციული სამართლის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 2008 წლიდან არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის აკადემიური დოქტორი, აფილირებული პროფესორი; სამეცნიერო ჟურნალი "სპექტრის" სარედაქციო კოლეგიის წევრი სამართლის მიმართულებით; აქტიურად არის დაკავებული პრაქტიკული საქმიანობით: 2003-2007წწ. ს/ს "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში" იკავებდა სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობას; 2007-2021წწ. ს/ს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; 2021-2026წწ. ს/ს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის" სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; 2026 წლიდან ს/ს "ენერგო-პრო ჯორჯიას" იურიდიული სამსახურის უფროსია. არის ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მათ შორის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და სამეცნიერო სტატიების ავტორი და თანაავტორი. მისი რედაქტორობით და რეცენზიით გამოცემულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი ადმინისტრაციულ სამართლის კვლევის სფეროში), რომელიც დაბეჭდილია, როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო ავტორიზებულ გამოცემებში. აქტიურად იღებს მონაწილეობას საქართველოსა და საზღვარგარეთ ორგანიზებულ კონფერენციებსა და სემინარებში; დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (2003).

Member of Organizations

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი, წევრი (2026-)

Bibliography


Share: