The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ვექილოვი

ივანე ვექილოვი
Date of birth:6 December, 1894
Date of death:16 June, 1953  (at 58 years)
Category:Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცარსკი კლიუჩი (ახლ. დედოფლის წყარო), ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი 1912 წელს; პეტროგრადის საარტილერიო სასწავლებელი 1914 წელს; მოსკოვის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი 1925 წელს; ვოროშილოვის სახელობის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია 1952 წელს. 

მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში, სარიყამიშის ბრძოლაში, კავკასიის სამხედრო მოქმედებათა თეატრზე; 1918 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში; 1925-1930წწ. იყო სომხეთის სამთო-მსროლელი დივიზიის პოლკის მეთაური; 1939-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში; 1941-1945წწ. სსრკ დიდ სამამულო ომში; 1941 წელს მსახურობდა სამხრეთის ფრონტის არტილერიის შტაბის უფროსად; 1942 წელს მიენიჭა არტილერიის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; მონაწილეობდა ოდესის დაცვაში, სტალინგრადის ბრძოლაში, ბელორუსიის, კორსუნ-შევჩენკოვოს, ვისლა-ოდერის, პომერანიის და ბერლინის ოპერაციებში; აგრეთვე სევასტოპოლის, ბობრუისკის, ლუბლინოს, უნგრეთის რიგი ქალაქების, ზემო სილეზიის ბრძოლებსა და ბერლინის აღებაში; მსახურობდა ფრონტის არტილერიის უფროსის მოადგილედ, წითელი არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ; 1943 წლის ივნისიდან მსახურობდა წითელი არმიის არტილერიის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად; 1946 წლიდან კითხულობდა ლექციებს გენერალური შტაბის აკადემიაში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1943).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.141-142

Awards and Honors

  • 1946 - ლენინის ორდენი
  • 1945 - კუტუზოვის II ხარისხის ორდენი
  • 1944 - სუვოროვის II ხარისხის ორდენი
  • 1944 - ბოგდან ხმელნიცკის I ხარისხის ორდენი
  • 1943 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1941 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (1940, 1942, 1943, 1944, 1953)

Share: