The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მუხრანბატონი

Other name:ვახტანგ ბაგრატიონ-მუხრანსკი
Date of birth:1817
Date of death:1892  (at 75 years)
Burial location:სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი, მცხეთა
Category:Nobleman, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

განათლება მიიღო ხარკოვში.

1847-1856 წლებში მუშაობდა მიმოსვლის გზათა საზოგადო შენობათა კორპუსის VIII ოლქში (თბილისში) და კავკასიის მთავარმართლებლობის სახელმწიფო ქონებათა ინსპექციაში ინჟინერ-ჰიდრავლიკოსად. 1849 წელს მისი ხელმძღვანელობით დამთავრდა ერეკლე II-ის დროს დაწყებული ივრის სარწყავი არხის მშენებლობა, ამის აღსანიშნავად სართიჭალასთან ააგეს ობელისკი. 1850-1854 წლებში ვახტანგ მუხრანბატონმა აღადგინა ხიდი მდინარე ხრამზე, 1851-1854 წლებში კი ააგო ახალი ხიდი მდინარე ალგეთზე (ძველი ხიდის საძირკვლებზე). 1856 წლიდან მუშაობდა სამუშაოთა უფროსად თბილისის საგუბერნიო სამშენებლო კომისიაში. XIX საუკუნის 60 წლებში ივანე მუხრანბატონს მიენიჭა ინჟინერ-პოდპოლკოვნიკის წოდება. 1866 წელს გადაიყვანეს პეტერბურგის გზათა სამინისტროში. რუსეთში მოღვაწეობის პერიოდში მიიღო "ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის" წოდება. ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.230


Share: