The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ მუხრანბატონი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:1 ივლისი, 1625
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი

ბიოგრაფია

თეიმურაზ ვახტანგის ძე მუხრანბატონი იყო მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1580–1625 წლებში. ვახტანგ V-ის მამა, გიორგი სააკაძის სიძე და მისი მომხრე. მონაწილეობდა ტაშისკარისა და მარაბდის ბრძოლებში (დაიღუპა მარაბდის მახლობლად). თეიმურაზ მუხრანბატონს ცოლად ჰყავდა არაგვის ერისთავის, ნუგზარ არაგვის ერისთავის ასული ანა, რომლისგანაც ეყოლა ექვსი შვილი: ვახტანგ V (1618–1675 წლები), კონსტანტინე I მუხრანბატონი (1622–1667 წლები), არჩილი (გარდაიცვალა 1637 წელს), ერეკლე (გარდაიცვალა 1676 წელს), დავითი (გარდაიცვალა 1631 წელს), ლუარსაბი (გარდაიცვალა 1629 წელს), დარეჯანი (გარდაიცვალა 1668 წელს). ვახტანგ მუხრანბატონის შვილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.230


გააზიარე: