The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კანდელაკი

თამაზ კანდელაკი
დაბადების თარიღი:1933
გარდაცვ. თარიღი:2012  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ- ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1956 წელს; საქართველოს მებაღეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა.

1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს მებაღეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ მუშაკად; წლების მანძილზე იყო თბილისის კონიაკის ქარხანის და "სამტრესტის" ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი, "სამტრესტის" მმართველის პირველი მოადგილე და 1991-1993 წლებში მმართველი; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა არაერთი ქართული ღვინო: "ნაფარეული", "ვაზისუბანი", "ყვარელი", "თბილისური" და მრავალი სხვა; 1999 წლიდან კერძო კომპანია "GWS"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია; მის მიერ შექმნილმა ბრენდებმა "ძველი თბილისი" და "თამადა" ორასზე მეტი სხვადასხვა ხარისხის ჯილდო დაიმსახურა; 1983-1986წწ. საქართველოს ღვინის მრეწველობის კომიტეტის კოლეგიის წევრი; იყო საერთაშორისო მეღვინეობის აკადემიკოსი და სერტიფიცირებული დეგუსტატორის წოდების მფლობელი, არაერთი საერთაშორისო გამოფენის, დეგუსტაციისა და სიმპოზიუმის მონაწილე. საქართველოს მებაღეობის და მეღვინეობის და კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.59-60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: