The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუბენ მაღალოვი

რუბენ მაღალოვი
დაბადების თარიღი:1935
გარდაცვ. თარიღი:2016  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა თბილისის ქვეითი სასწავლებელი და ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 

მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში, ოცმეთაურად, ასმეთაურის მოადგილედ, ასმეთაურად. 1979 წლის 8 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1991 წლამდე მსახურობდა შუა აზიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილედ, უმაღლეს სამხედრო დაწესებულებებში გარეშე სამხედრო მომზადების დარგში. 1991-1995წწ. მსახურობდა რუსეთის სამაშველო სამსახურში. 1995 წელს გავიდა თადარიგში. ცხოვრობდა ქ. დონის როსტოვში. დაჯილდოებული იყო ორდენებით და სამაშველო სამსახურის საუწყებო ჯილდოებით, მათ შორის "სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის" III ხარისხის ორდენით. გენერალ-ლეიტენანტი (1984).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.157

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: