The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ავალიანი

იური ავალიანი
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1927  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში; 1951 წლიდან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაშია; მუშაობდა: ავიამუშაკთა პროფკავშირების რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1973-1983წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის გაერთიანებულ ავიასაწარმოს - თბილისის აეროპორტს; პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა ავიაკომპანიებში და აეროპორტში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით; მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ეროვნული კადრების ავიაციაში მოზიდვისა და აღზრდის საქმეში, საქართველოს სრული აეროფიკაციის განხორციელებაში.

წყარო: საქართველოს ავიაცია წარსული - აწმყო - მომავალი / იური ავალიანი.-თბ.,2001.-გვ.3

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ავიაციის ვეტერანთა ფონდი, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: