The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ფლორენსკი

პავლე ფლორენსკი
დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 1937  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:თეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, სასულიერო პირი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ევლახი, ელიზავეტპოლის გუბერნიაში (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია).

დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია 1899 წელს; მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

მისი დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ოჯახი თბილისში დაბრუნდა (ალექსანდრე ევლახში მუშაობდა კავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას ლექციების წაკითხვა შესთავაზეს, მაგრამ პ. ფლორენსკიმ, რომელიც ღრმად რელიგიური ადამიანი იყო, სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. მისი სულიერი მოძღვრები ეპისკოპოსი ანტონ ქართველი და ბერი ისიდორე (ბაგრატიონ-გრუზინსკი) გახდნენ. სწორედ მათ მიუძღვნა მან ნაშრომი "მიწის მარილი". 1908–1919წწ. დაწერა თხზულებები ფილოსოფიის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე. ნაშრომი "გოდოლი და ჭეშმარიტების მტკიცება" (1914) მიჩნეულია მართლმადიდებლური თეოლოგიის შედევრად, ხოლო ევროპაში ეგზისტენციალურ ფილოსოფიას მიაკუთვნებენ. საქართველოში გაზრდილი, ქართულ კულტურას ნაზიარები პ. ფლორენსკი ქმნიდა ნაშრომებს შუასაუკუნეების ქართული კულტურის, არქიტექტურისა და ხატწერის, კულტმსახურების ფილოსოფიის საკითხებზე. 1911 წელს პ. ფლორენსკი ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად აკურთხეს. 1914 წელს იგი ღვთისმეტყველების მაგისტრი და მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი გახდა. 1918 წელს დახურეს მოსკოვის სასულიერო აკადემია. ღვთისმსახურებას მოწყვეტილმა, ხელი მიჰყო სამეცნიერო მოღვაწეობას. 1928 წელს ის ნიჟნი-ნოვგოროდში გადაასახლეს, 1933 წელს კვლავ დააპატიმრეს და 10 წელი მიუსაჯეს. რელიგიის ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი. 

წყარო:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:  georgianencyclopedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: