The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა გეგია

თინა გეგია
ოფიციალური სახელი:თინათინ გეგია
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1924
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1996  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1944 წელს.

1944-1947წწ. მუშაობდა ოჩამჩირის რაიონული ტროპიკული სადგურის ექიმ-მალარიოლოგად; 1947-1950წწ. ოჩამჩირის რაიონული ექიმი-ეპიდემიოლოგი; 1951-1954წწ. შეთავსებით მუშაობდა ოჩამჩირის ინფექციური საავადმყოფოს ორდინატორად, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასპირანტად; 1956-1957წწ. ქ. თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი; 1958-1965წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1965-1996წწ. ამავე კათედრის დოცენტი; კვალიფიკაცია აიმაღლა თავისი პროფესიის დარგში ქ. მოსკოვის საკავშირო ცენტრალურ დახელოვნების ინსტიტუტში (თემატიკა: "ინფექციური პათოლოგიის აქტუალური საკითხები", 1984); იგი მედიცინის სფროში სხვადასხვა გახრით მუშაობდა: სამკურნალო-პედაგოგიური, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-კვლევითი, სამკურნალო, საკონსულტაციო და სხვა; უკითხავდა ლექციებს ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე ექიმ-მსმენელებს; მისეული თემატიკა მრავალმნიშვნელოვანი იყო: ანტიბიოტიკები, კვების ტოქსიკოინფექციები, ბოტულიზმი, გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, მალარია, ლეიშმანიოზი, ჰელმინთოზები და სხვა; დაწერილი აქვს ორი თავი მონოგრაფიისათვის "სეფსისოლოგია ინფექციური პათოლოგიის საფუძვლებით", რაც ყველა დარგის ექიმ-მსმენელთათვის ძირითად მეთოდურ და პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ ითვლებოდა ციკლზე "სეფსისი", კურირებდა ციკლებს კათედრაზე, აქტიურად იყო ჩართული კათედრის მეთოდსამუშაოებში; წლების მანძილზე კონსულტაციებს უწევდა ავადმყოფებს სან-ავიო სადგურის სამსახურის ხაზით საქართველოს ცალკეულ რაიონებში და თბილისში; არის 56 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 3 ბროშურა. წლების მანძილზე იყო ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების კურატორი, კათედრის გამგის მოადგილე; დაჯილდოებულია მედლებითა და მადლობებით. ექიმ-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1958).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ-სისხლარღვთა სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა ტიფისა და პარატიფოზური დაავადებების დროს", დაიცვა 1958 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.121-123

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ინფექციონისტთა და ეპიდემიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: