The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ედილაშვილი

თეიმურაზ ედილაშვილი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1955
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 2002  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ბრეთის საგვარეულო სასაფლაო, ქარელის რაიონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა ინტერნატურა ქარელის რაისაავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ბაზაზე 1981 წელს; 1981-1986წწ. ქარელის რაიონის სოფელ დვანის საექიმო ამბულატორიის გამგე-ექიმი; 1986 წელს ქარელის რაიონის სასწრაფო დახმარების პუნქტის ექიმი; 1986-1993წწ. ქარელის რაიპოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 1993 წლიდან მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1993-1995წწ. ქარელის პოლიკლინიკის განყოფილების გამგე; 1995-2000წწ. ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით იყო ქარელის რაიპოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 2000-2004წწ. ქარელის რაიპოლიკლინიკის შპს "მკურნალის" დირექტორი; მან წარმატებით ჩააბარა გამოცდები სახელმწიფო სერტიფიკატზე სპეციალობით "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია" (2002); კონსულტაციების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში წარმატებით დაამთავრა კურსი - "ჯანდაცვის მართვა" (2003); საუკეთესო ჯანდაცვის ორგანიზატორი და საზოგადო მოღვაწე მუშაობდა სხვადასხვა სახელმძღვანელო პოსტებზე: ხელს უწყობდა დაწესებულებების ბაზების აღმშენებლობას, აღჭურვილობას, თანამშრომელთა კეთილდღეობას. ექიმი-თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.121-125


გააზიარე: