The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ბერუჩაშვილი

არჩილ ბერუჩაშვილი
Date of birth:1908
Date of death:1982  (at 74 years)
Category:Public official, Agricultural Worker, Technologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლაილაში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1933 წელს.

1927-1928წწ. იყო ქვემო სვანეთის სოფელ ლაშხეთის მასწავლებელი; 1928-1939წწ. სოფელ ორბელის ოთხწლიანი სკოლის გამგე-მასწავლებელი; 1933-1934წწ. ცაგერის სამტრესტის რაიდამზადების კანტორის დირექტორი; 1934-1935წწ. სამტრესტის ინსპექტორი; 1935-1937წწ. თერჯოლის მეურნეობის აგრონომი; 1937-1938წწ. სამტრესტის უფროსი მეღვინე; 1938-1943წწ. ხირსის მეურნეობის დირექტორი; 1943-1947წწ. და 1954-1959წწ. სამტრესტის მმართველის მოადგილე; 1949-1952წწ. თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორი; 1952-1953წწ. საქცხოველმზადების ტრესტის მმართველი; 1953-1954წწ. საქყველკარაქმრეწვის ტრესტის მმართველი; 1959-1968წწ. თბილისის მეოთხე ღვინის ქარხნის დირექტორი. მისი თანაავტორობით შიქმნა ახალი მარკის ღვინოები: "უსახელაური", "ოჯალეში", "ტვიში", "ახაშენი", "ახმეტა", "თეთრა", "გურული შუშხუნა". მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.105

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

Share: