| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიკენტი სირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ შხივანი, რაჭის მაზრა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1929 წელს. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1945-1949წწ. მუშაობდა სამტრესტის სისტემაში მუშად, სტაჟიორად, მეღვინედ, ღვინის ქარხნის დირექტორად, მთავარ მეღვინედ, კონსულტანტად; 1949-1993 წლებში იყო კარდანახის მეურნეობა-ქარხანის მთავარი მეღვინე; მისი მონაწილეობით შექმნილ ღვინოებს საერთაშორისო დეგუსტაციებზე მიღებული ჰქონდათ მედლები; არის მეცნიერული შრომებისა და მონოგრაფიების ავტორი, მიღებული აქვს საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. ღვინოების ცნობილი მკურნალი. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.109 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

