The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი ხვედელიძე

ბადრი ხვედელიძე
Date of birth:25 May, 1954
Date of death:January, 1993  (at 38 years)
Category:Military Person, Hero of Georgia, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წირქვალი, ჭიათურის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის საქონელთმცოდნეობის ვაჭრობის ტექნიკუმში. პარალელურად მისდევდა სპორტს, ძიუდოს. მიღებული ჰქონდა პრიზები და თანრიგი, ავარჯიშებდა ბავშვებს. 1972 წლიდან მუშაობდა ჭიათურის რაიკავშირის მომარაგების საწყობში. 1980 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა სოხუმში, მუშაობა გააგრძელა ამიერკავკასიის სამშენებლო ტრესტში. 1992 წლიდან იბრძოდა სოხუმის დასაცავად, 1993 წლის 17 იანვარს კი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულთან ტყვედ ჩავარდა თანაძებრძოლებთან ერთად. 1993 წლის 5 თებერვალს მისი ცხედარი შვიდ თანამებრძოლთან  ერთად გამოიტანეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.526

Awards and Honors

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

Share: