The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ნაცვლიშვილი

დავით ნაცვლიშვილი
Date of birth:1911
Date of death:1995  (at 84 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1933 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1938 წელს.

1938-1844წწ. მუშაობდა ვარციხის საბჭოთა მეურნეობის ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგედ, მთავარ მეღვინედ, დირექტორის მოადგილედ; 1944-1948წწ. კარდენახის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინე; 1948-1953წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობა-მევენახეობის სამეცნიერო ინსტიტუტში მეღვინეობის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლი; 1953-1967წწ. თელავის ზონალური საცდელი სადგურის მეღვინეობის განყოფილების გამგე; 1967-1975წწ. სამტრესტის მთავარი მეღვინე; 1975 წლიდან საწარმოო გაერთიანება "თბილღვინოს" საკოლექციო ღვინოების განყოფილების გამგე და კონსულტანტი. შექმა ახალი სახეობის ღვინოები. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.123

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

Share: