| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბოკერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1960-1961წწ. იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის ტელეოპერატორის ასისტენტი; 1961-1963წწ. სწავლობდა ლენინგრადის პირველ სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე; 1967-1969წწ. ქ. მცხეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმი-ქირურგი იყო; 1969-1974წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1974-1976წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ორგანოთა და ქსოვილთა კონსერვაციის სექტორის უმცროსი მეცნიერე-მუშაკი; 1976-1980წწ. ქ. თბილისის სამგორის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი-ქირურგი; 1980-1989წწ. ქ. თბილისის მე-10 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 1989-1990წწ. რესპუბლიკური ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მოადგილე პოლიკლინიკური მუშაობის დარგში; იგი 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი თემატიკა ქირურგიის აქტუალური საკითხებია; მან სხვადასხვა დროს აიმაღლა კვალიფიკაცია: ციკლზე - "სოციალური ჰიგიენის აქტიალური საკითხები და მთავარი ექიმების მიერ სამკურნალო პროფილაქტიკური ორგანიზაციების მართვა" (1987, ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი) და გაიარა ატესტაცია თბილისის აღმასკომთან არსებული ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების საატესტაციო კომისიასთან, რის შედეგადაც მიენიჭა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორის უმაღლესი კატეგორია (1988). ექიმი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1974), ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.159-160
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

