| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიუს უზბაშიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1943-1944 წლებში სწავლობდა თბილისის შინსახკომის სკოლაში. 1941 წელს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. 1943 წლიდან მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. სსრკ 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის დროს, 1943-1944წწ. იყო მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედ, რიგი პარტიზანული რაზმების მეთაურის მოადგილე. 1945-1988წწ. მსახურომდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. დაიწყო სამსახური იმიერკარპატიის ოლქის, შინსახკომის სამმართველოს ოპერრწმუნებულის თანაშემწის თანამდებობაზე. 1960-1967წწ. მსახურობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლობის, მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილედ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1972-1978წწ. მსახურობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, 1-ი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) უფროსის მოადგილედ. 1978-1988წწ. იყო სომხეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 1988 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მოკლეს ერევნის ერთ-ერთ პარკში დასვენებისას.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

