The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტურ ქიუჩარიანცი

არტურ ქიუჩარიანცი
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1889
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 1962  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბოგოსლოვსკის სასაფლაოს აკადემიური მონაკვეთი, ლენინგრადი
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა წმ. ვლადიმერის უნივერსიტეტის (ქ. კიევი) სამედიცინო ფაკულტეტის სრული კურსი 1914 წელს, მაგრამ გამოსაშვები გამოცდები ჩაააბარა 1916 წელს და მიიღო მკურნალი ექიმის დიპლომი; პეტროგრადის არქეოლოგიური ინსტიტუტი 1917 წელს.

მონაწილობდა 1914-1916წწ. წლების პირველ მსოფლიო ომში, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე; იყო ცნობილი ბრუსილოვის გარღვევის მონაწილე 1916 წელს; ორი მძიმე კონტუზიისა და ჭრილობის შემდეგ, სამედიცინო კომისიის დასკვნით, გაამწესეს პეტროგრადის სათადარიგო პოლკში (სოფ. კრასნოიე სელოში); 1917 წელს მონაწილეობდა გამოსვლებში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ; იმავე წელს შევიდა წითელი გვარდიის ბატალიონში, რომლის შემადგენლობაში მოგვიანებით შევიდა წითელ არმიაში; წითელ არმიაში ეკავა სამხედრო-სანიტარული უწყების რიგი თანამდებობები; 1919 წელს მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში გენერალ იუდენიჩის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც უტევდნენ პეტროგრადს; 1921 წელს კრონშტადტის ამბოხის ჩახშობაში; 1922 წელს საბჭოთა კარელიის დაცვაში თეთრ-ფინელებისგან; 1924-1926წწ. ბასმაჩების წინააღმდეგ ბრძოლებში, აღმოსავლეთ ბუხარაში; 1929 წელს ხელმძღვანელობდა სანიტარულ უზრუნველყოფას აღმოსავლეთ-ჩინეთის რკინიგზაზე, კონფლიქტის ლიკვიდაციის დროს (შორეულ აღმოსავლეთის წითელდროშევანი ცალკეული არმიის შემადგენლობაში); 1929-1930წწ. მსახურობდა ციმბირის სამხედრო ოლქის სანიტარული სამმართველოს უფროსად; 1930-1934წწ. მოსკოვის სამხედრო ოლქის სანიტარული სამმართველოს უფროსად; 1934-1940წწ. იყო კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის უფროსი; 1937 წლამდე იყო ამავე აკადემიის სამხედრო კომისარი; ხელმძღვანელობდა სამხედრო და სამხედრო-სანიტარული დისციპლინების კათედრას; შექმნა სპეციალური ჰოსპიტალი, რომელიც მოქმედებდა მოწინავე პოზიციებზე ფინეთთან ომის დროს და პირადად ხელმძღვანელობდა ამ ჰოსპიტალს; 1941-1944წწ. ლენინგრადის ბლოკადის დროს, მუშაობდა წითელი არმიის სამედიცინო შემადგენლობის დახელოვნების კურსების უფროსად, სადაც მიწვეული იყო ქალაქის პროფესურა; კურსები შექმნილი იყო ერთ-ერთი დიდი ჰოსპიტლის ბაზაზე, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა; 1935 წლის 23 ნოემბერს მიენიჭა "დივიზიის ექიმის" სამხედრო წოდება; 1938 წლის 22 თებერვალს მიენიჭა "კორპუსის ექიმის" სამხედრო წოდება; 1947 წლიდან იყო კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, სამხედრო-სამედიცინო მომზადების კათედრის დოცენტი; 1949-1957წწ. მუშაობდა ლენინგრადის პედიატრიული ინსტიტუტის სამხედრო-სამედიცინო მომზადების კათედრის უფროსად; 1957 წელს გავიდა პენსიაში. ავტორია წიგნებისა "Работа мощного эвакогоспиталя в условиях блокировочного города Ленинграда" (1942 г.); "Работа фронтового госпиталя для легко раненных (ФГЛР)" (1943 г.); "Гистоморфолоогия лимфатической системы при алиметарной дистрофии" (1943 г.). საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებილი იყო ორდენებითა და მედლებით, მიღებული აქვს საპატიო ოქროს სახელობითი იარაღი. სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1943).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ალიმენტარული დისტროფიის დროს ლიმფატური ორგანოების გისტომორფოლოგია", დაიცვა 1946 წელს.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.201-202

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ლენინის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: