The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან ხიდაშელი

მირიან ხიდაშელი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1969
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1992  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

1987-1989 წლებში მოიხადა სამხედრო ვალდებულება. 1990 წლიდან სწავლობდა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. 1992 წლიდან იყო ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის გვარდიის მებრძოლი. იბრძოდა ცხინვალში, შემდეგ სოხუმში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სოხუმის მახლობლად სოფელ ცაგერაში 1992 წლის 15 სექტემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ. 530-531


გააზიარე: