| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1941-1944წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ჯერ ექიმი-ორდინატორი, 1944-1950წწ. უფროსი ლაბორანტი, 1950-1958წწ. კათედრის ასისტენტი, 1958-1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის ასისტენტი, 1961-1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის) ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის ასისტენტი. რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პრაქტიკოსი ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩვილ ბავშვთა ასაკში პნევმონიის პათოგენეზისა და კლინიკის შესწავლა", დაიცვა 1956 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.193-195
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

