| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეჟან ჯალაღანია![]()
Biographyდაამთავრა ყუბანის (ქ. კრასნოდარი) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო სამსახურებრივი საქმიანობა შინაგან საქმეთა ორგანოებში; საგამომძიებლო სამსახურის ხელმძღვანელად იმუშავა ჯერ ოჩამჩირის შინაგან საქმეთა, შემდეგ კი აბაშის რაიგანყოფილებებში; 1976 წელს დაინიშნა ჩხოროწყუს რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსად; შს ამბროლაურის რაიგანყოფილების უფროსად; გარკვეული წლები იღვაწა შს ფოთის რაიგანყოფილების უფროსის ჯერ მოადგილედ, შემდეგ პირველ მოადგილედ; 1991 წელს გადაჰყავთ შს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საინსპექციო სამსახურის უფროსად; მოგვიანებით ინიშნება პოლიციის აკადემიის ფაკულტეტის უფროსად; წლების განმავლობაში იყო ფოთის რეგიონული სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე. 35 წელი იმსახურა წარმატებულად. მინიჭებული აქეს "პოლკოვნიკის სამხედრო" და "პოლიციის პოლკოვნიკის" სპეციალური წოდებები. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.22
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

