The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირონ ხორგუანი

მირონ ხორგუანი
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

1981-1982 წლებში მიიღო საშუალო ტექნიკური განათლება. 1982-1984 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1987 წელს მესტიის რაიონში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად იძულებული იყო ჩასახლებულიყო მარნეულის რაიონის სოფელ სიონში. 1992 წელს შევიდა საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში, იბრძოდა სამაჩაბლოში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ქ. გაგრაში, სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.534


გააზიარე: