The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ხუციშვილი

ალექსი ხუციშვილი
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1940
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1993  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზოდეხი, ახალგორის რაიონი.

დაამთავრა ორწლიანი პარტიულ-სამხედრო სასწავლებელი; ნოვოჩერკასკის სამხედრო სასწავლებელი 1971 წელს.

1960-1963 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური; სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ ჰქონდა თადარიგის ლეიტენანტის წოდება; 1968 წელს, როგორც კადრის ოფიცერი გაიწვიეს სამსახურში; 1980 წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, კერძოდ, ახალციხეში, ახალქალაქში; 1980-1984 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1985-1986 წლებში კი ვლადიკავკაზში. 1986 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ დაინიშნა მე-11 მექანიზებული ბრიგადის ბატალიონ "ავაზას" შტაბის უფროსის თანამდებობაზე. დაიღუპა 1993 წლის 1 მარტს სოფელ ლაბრასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.535-536

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: